ევროპის უნივერსიტეტის ელექტრონული ჟურნალები

ევროპის უნივერსიტეტი

სამართალი და მსოფლიო

საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებადი და რეცენზირებადი ჟურნალი „სამართალი და მსოფლიო“ არის სამართლის მეცნიერთა შრომებისათვის განკუთვნილი ონლაინ და ბეჭდური სტაბილური პლატფორმა. იგი 2015 წლიდან გამოდის და მსოფლიო მაშტაბით მაღალი სამეცნიერო ღირებულების ნაშრომების გამოქვეყნებას უზრუნველყოფს. ჟურნალში გამოქვეყნება შეუძლია მსოფლიოს ყველა ქვეყნის მეცნიერს, რომელიც დააკმაყოფილებს „სამართალი და მსოფლიოს“ მოთხოვნებს.
Journal DOI: 0.36475/L.A.W.14
E-ISSN: 2587-5043
P-ISSN: 2346-7916

გლობალიზაცია და ბიზნესი

„გლობალიზაცია და ბიზნესი“ არის ორენოვანი სამეცნიერო პუბლიკაცია. ჟურნალი იბეჭდება 2016 წლიდან და წარმოადგენს ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის პერიოდულ გამოცემას, რომელიც რეიტინგულ, საერთაშორისო, სამეცნიერო ბაზებშია ინდექსირებული. ჟურნალის მიზანია სიახლის შექმნა, ცოდნის გაზიარება, სხვადასხვა დარგებში განხორციელებული უახლესი კვლევების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მეცნიერების განვითარება.
Journal DOI: 10.35945/gb
E-ISSN: 2449-2612
P-ISSN: 2449-2396

ბიოსამედიცინო და სამედიცინო მეცნიერება

საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებადი და რეცენზირებადი ჟურნალი ბიოსამედიცინო და სამედიცინო მეცნიერება დაარსდა 2021 წელს. ჟურნალი არის ევროპის უნივერსიტეტის პუბლიკაცია, რომელიც გთავზობთ მეცნიერთა სტატიებს მედიცინის, სტომატოლოგიის, ჯანდაცვის, ბიოქიმიის, ბიოფიზიკის და სხვა მასთან დაკავშირებული მიმართულებებით.გამოქვეყნებულ სტატიებზე ვრცელდება ღია წვდომის პოლიტიკა. ჟურნალის ელექტრონული ვერსია ქვეყნდება ვებ-გვერდზე: www.bmms.ge, ჟურნალის ბეჭდური ვერსია გადაეცემა ბიბლიოთეკებს. ჟურნალში „ბიოსამედიცინო და სამედიცინო მეცნიერება“ გამოქვეყნებული მასალების ყველა მატერიალური თუ არამატერიალური უფლება დაცულია.
Journal DOI: 10.51231
E-ISSN: 2667-9523

არქეოლოგია

„არქეოლოგია“ სამენოვანი სამეცნიერო-კვლევითი ჟურნალია. გამოიცემა 2018 წლიდან და წარმოადგენს ევროპის უნივერსიტეტის აკად. ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტისა და ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმის პერიოდულ გამოცემას. ჟურნალის მიზანია არქეოლოგიასა და მის მომიჯნავე დარგებში განხორციელებული უახლესი სამეცნიერო კვლევების გაზიარება და მათზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
E-ISSN: 2960-9321
P-ISSN: 2587-5175